საქართველოში კორონავირუსის 7 947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

StopCov.ge-ის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 31 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 5 550 კოვიდპაციენტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დადებითობის დღიური მაჩვენებელია – 22,65%, ბოლო 14 დღის – 13,08%, ბოლო 7 დღის – 16,61%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 947 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 4 496 შემთხვევა, აჭარა – 1 352,
იმერეთი – 857, ქვემო ქართლი – 282, შიდა ქართლი – 266, გურია – 100, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 215, კახეთი -180, მცხეთა-მთიანეთი – 98,
სამცხე-ჯავახეთი – 93, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -8.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *