დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით,

რესპირაციული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შემთხვევაში, მოქალაქეები სახლში უნდა დარჩნენ და 112-ში დარეკონ.

ამის შესახებ მან უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, შემთხვევების 90% ჩაივლის უსიმპტომოდ, ან მცირე გართულებებით.

„მთავარი გზავნილი უნდა იყოს, რომ თუ გეწყებათ რესპირაციული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, რაც არის ხველა, თავის ტკივილი, სურდო, ყელის ტკივილი და ტემპერატურის მომატება, არ არის საჭირო რამდენიმე ადგილას დაიტესტოთ და დარწმუნდეთ, გაქვთ თუ არა კორონავირუსი.

გამომდინარე იქიდან, რომ ინფიცირებულთა 90%-ში ცირკულირებს ომიკრონის შტამი, უნდა დარჩეთ სახლში, დაურეკოთ 112-ს და ოჯახის ექიმთან ერთად მართოთ მდგომარეობა, რაც გექნებათ. შემთხვევების 90%-ში ეს ყველაფერი ჩაივლის გართულებით გარეშე ან სიმპტომების გარეშე, რაც არის ყელის ტკივილი და 37 გრადუსი ტემპერატურა. რაც მთავარია, იყავით მშვიდად“, – მიმართა გამყრელიძემ მოქალაქეებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *