იმერეთში კოვიდ 19-ის 2 222 შემთხვევა გამოვლინდა
27 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 17 484 ახალი
შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 699, ხოლო გარდაიცვალა 27
ადამიანი.
ინფიცირების 17 484 ახალი შემთხვევიდან 2 222 იმერეთში
დადასტურდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 113 771 საიდანაც,
4 714 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია
980, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 274, 2 080 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული
შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 110 168-ს, ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 981531-მდე, დღემდე ვირუსს
ჯამში 14 840 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები