იმერეთში კოვიდ 19-ის 2 222 შემთხვევა გამოვლინდა
27 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 17 484 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 699, ხოლო გარდაიცვალა 27 ადამიანი.

ინფიცირების 17 484 ახალი შემთხვევიდან 2 222 იმერეთში დადასტურდა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 113 771 საიდანაც, 4 714 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 980, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 274, 2 080 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 110 168-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 981531-მდე, დღემდე ვირუსს ჯამში 14 840 პირი ემსხვერპლა.

| Print |