ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 42% კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის არ აპირებს.

25% ამბობს, რომ აიცრებოდა, ხოლო 29% აცხადებს, რომ ვაქცინა უკვე გაიკეთა.

კვლევის თანახმად, ვაქცინის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების 38% მიზეზად ვაქცინის ხარისხის მიმართ უნდობლობას ასახელებს, 20% კი ჯანმრთელობის პრობლემებს. 15% ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიას ვაქცინაციის გარეშეც გაუმკლავდება.

გარდა ამისა, ვაქცინირებული მოსახლეობის მესამედი ბუსტერ დოზის გაკეთებას არ აპირებს. 63% ამბობს, რომ ბუსტერი უკვე გაიკეთა, 14% აცხადებს, რომ ბუსტერ დოზით არ აიცრება. გამოკითხულთა 3%-ის თქმით, ბუსტერ დოზით უკვე აიცრა, ხოლო 20% ამბობს, რომ არ იცის გაიკეთებს თუ არა ვაქცინის ბუსტერ დოზას.

აღნიშნული კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,4%-ია. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *