10 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონა ვირუსით ინფიცირების 1 970 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 7 294, გარდაიცვალა 29 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 970 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 853 შემთხვევა, აჭარა – 69, იმერეთი – 315, ქვემო ქართლი – 83, შიდა ქართლი – 96, გურია – 117, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 166, კახეთი – 169, მცხეთა-მთიანეთი – 45, სამცხე-ჯავახეთი – 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 27.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 37 211 საიდანაც, 1 889 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 826, აჭარაში – 149, იმერეთში – 354. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 530 პირი, მათ შორის, თბილისში – 249, აჭარაში – 68, იმერეთში – 95. 35 322 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 631 900-ს შეადგენს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 485 პირი ემსხვერპლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *