საქართველოში კორონა ვირუსით ინფიცირების 1 099 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ამოჯანმრთელდა 800 პირი, გარდაიცვალა 10 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 099 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 154 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 989 საიდანაც, 1068 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, იმერეთში – 222.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 306 პირი, მათგან, იმერეთში – 52.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 638 790-ს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 595 პირი ემსხვერპლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *