ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთიდან იმპორტირებული წამლების შეძენა 7 დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი.

იაფი მედიკამენტები „ფარმადეპოს“, „ავერსის“, „PSP“-ს, „იმპექსის“, „GPC”-ს, „ფარმსახლის“ და „დოიჩე აფთიაქის“ ქსელშია ხელმისაწვდომი.

სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის ტემპის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო სამკურნალო საშუალებებს პროაქტიულად არეგისტრირებს. აღნიშნული წესით, სააგენტომ უკვე 213 პრეპარატი დაარეგისტრირა, რომელთა ქვეყანაში შემოტანა, ფარმაცევტულ კომპანიებს კიდევ უფრო გამარტივებული წესით შეუძლიათ. ცვლილება ქვეყანაში მედიკამენტების იმპორტს კიდევ უფრო გაამარტივებს და საქართველოს ბაზარზე, ფარმაცევტული პროდუქტის ფართო ასორტიმენტის არსებობას უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, მედიკამენტების ფასი, საშუალოდ, 60-80%-ით შემცირდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *