,,მაიმუნის ყვავილი'' საპანიკო არ გახლავთ, მზადყოფნა კი აუცილებელია''-ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილი“ განგაშის საფუძველს არ წარმოადგენს, შესაბამისად მოგზაურებისთვის შეზღუდვების დაწესება დღის წესრიგში არ დგას.

 




ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ინფექცია ადამიანებს შორის რესპირატორული გზით ვრცელდება, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით, ან დაინფიცირებულ ნივთებთან შეხებისას. ინფექციას საწყის ეტაპზე მას ცხელება და გამონაყარი ახასიათებს.

„მაიმუნის ყვავილი" ახალი ვირუსი არ გახლავთ, 1970 წელს არის აღმოჩენილი და ორთოპოქსვირუსების გვარს მიეკუთვნება. ინფექცია აფრიკის ცენტრალურ ნაწილში აღმოაჩინეს და ის ცხოველიდან ადამიანზე ვრცელდებოდა. მისი დიდი ეპიდაფეთქებები აღწერილი არ გახლავთ. ის უფრო მსუბუქი მიმდინარეობის არის, ვიდრე ნატურალური ყვავილი. დღეისთვის არსებობს „მაიმუნის ყვავილის“ ორი ფორმა, კერძოდ, დასავლეთ აფრიკის და ცენტრალური აფრიკის, ე.წ. კონგოს აუზის. ყველაზე რთულია ე.წ. კონგოს აუზის, რომლის ლეტალობა 5-6%-მდე მერყეობს. დასავლეთ აფრიკის კი შედარებით მსუბუქია. „მაიმუნის ყვავილი“ ძირითადად გამონაყარით მიმდინარეობს, ინკუბაციის პერიოდი 5-დან 21-დღემდეა, ძირითადად 7-14 დღის ფარგლებში გამოვლენით,''-ამბობს ამირან გამყრელიძე. 



 მისი თქმით, ინფექცია გადადის როგორც წვეთოვანი, ისე სქესობრივი გზით, დაბინძურებული საგნების შეხებით, ამიტომ არის რეკომენდებული ამ მიმართულებით რიგი პრევენციული ღონისძიებების დაცვა. ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ 1980 წლამდე  დაბადებული ადამიანების იმუნიტეტი, ვისაც გაკეთებული აქვს ნატურალური ყვავილის საწინააღმდეგო აცრა,  „მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ მუშაობს. 


,,ეს პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ აუცილებელია, შესაბამისი მიმართულებები გაძლიერდეს. ჩვენ პრევენციულ ღონისძიებებზე ინფორმაციას ვაქვეყნებთ, თუ როგორ უნდა მივიტანოთ ეჭვი „მაიმუნის ყვავილზე“. სამედიცინო ქსელში დაიგზავნა რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს გამონაყარით მიმდინარე დაავადებებზე ყურადღება. ინფექციის პირველი ნიშანი არის ცხელება და გამონაყარი, ამიტომ აუცილებელია სხვა დაავადებებისგან იდენტიფიცირება. ე.წ. მოგზაურობის შეზღუდვაზე განგაშის საფუძველი არსად არის. ჩვენ მივყვებით ჯანმოს, ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის, ასევე დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციებს. განგაშის სიგნალი ანთებული არ არის. საუბარია, რომ მეტი ინფორმაცია ჰქონდეს მოსახლეობას ამ ვირუსზე. საპანიკო არ გახლავთ, მზადყოფნა კი აუცილებელია“, - ამბობს ამირან გამყრელიძე.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
 
 ქუთაისში სამედიცინო ოფთალმოლოგიური კონფერენცია
გაიმართა სახელწოდებით ,,
დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედრივე ასპექტები
ოფთალმოლოგიაში
16:57 / 15.06.2022

 

 ქუთაისში სამედიცინო ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით ,, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედრივე ასპექტები ოფთალმოლოგიაში".

იმის გასარკვევად, შემოვიდა თუ არა საქართველოში ”მაიმუნის ყვავილი”,
ექიმები საეჭვო შემთხვევას იკვლევენ.
15:11 / 07.06.2022
იმის გასარკვევად, შემოვიდა თუ არა საქართველოში ”მაიმუნის ყვავილი”, ექიმები საეჭვო შემთხვევას იკვლევენ.
საქველმოქმედო ფონდმა ,,საქართველოს კარიტასი’’, იმერეთის მხარის
მერიების თანამშრომლებისთვის, შინმოვლის საკითხების ორგანიზების და
მართვის შესახებ სემინარი ჩაატარა.
15:00 / 27.05.2022
საქველმოქმედო ფონდმა ,,საქართველოს კარიტასი’’, იმერეთის მხარის მერიების თანამშრომლებისთვის, შინმოვლის საკითხების ორგანიზების და მართვის შესახებ სემინარი ჩაატარა.
21 აპრილს გამოვლინდა ინფიცირების 223 ახალი შემთხვევა,
გამოჯანმრთელდა — 399, არავინ გარდაცვლილა.
11:25 / 21.04.2022
21 აპრილს გამოვლინდა ინფიცირების 223 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა — 399, არავინ გარდაცვლილა.
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

პოპულარული - ბოლო 30 დღის
თეატრალურ ფესტივალს ,,თეატრალური იმერეთი’’ ზესტაფონის თეატრი გახსნის
16 ივნისიდან თეატრალური ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი’’ იწყება.
15:56 / 10.06.2022
,,გაოცებულები მიყვებოდნენ ჩვენი ევროპელი კოლეგები, თუ რაოდენ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია არის წამოწყებული საკუთარი წინააღმდეგ’’-ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გზაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, საქართველო მოწინავეა და ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას.
14:55 / 06.06.2022
,, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედრივე ასპექტები ოფთალმოლოგიაში".-კონფერენცია ქუთაისში

 

 ქუთაისში სამედიცინო ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით ,, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედრივე ასპექტები ოფთალმოლოგიაში".

16:57 / 15.06.2022
სახალხო დამცველი პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, რომ ნიკა გვარამია შეიწყალოს.
12:38 / 08.06.2022
,,იმ ქვეყნების სიაში, სადაც "მაიმუნის ყვავილი" ფიქსირდება, შესაძლოა, საქართველოც მოხვდეს’’-მაია ზალდატანიშვილი
იმის გასარკვევად, შემოვიდა თუ არა საქართველოში ”მაიმუნის ყვავილი”, ექიმები საეჭვო შემთხვევას იკვლევენ.
15:11 / 07.06.2022
პოლიტიკის სიახლეები
  ,,უნდა დავბრუნდეთ ჩვენს ევროპულ ოჯახში, რომელსაც ხელოვნურად ვართ მოწყვეტილები’’-გიგი გიგიაძე
17:29 / 29.06.2022
,,საქართველო ახლა მნიშვნელოვან ეტაპს გადის, გაგვეხსნა ევროპული პერსპექტივა, რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, უნდა შევასრულოთ 12-პუნქტიანი გეგმა, რათა ევროკავშირის წევრობის კანიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ,’’
ქუთაისის მერიამ 10 ახალი მიკროავტობუსი წარადგინა
16:20 / 29.06.2022
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, 10 ახალი, თანამედროვე M2 კატეგორიის ავტობუსი წარადგინა.
,,ნაციონალურმა მოძრაობამ'' ქუთაისის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
15:39 / 29.06.2022

ქუთაისის საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დაიწყო, რის შედეგადაც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" სხდომა დატოვა.

,,ქუთაისის მერიის თანამშრომლებს დავალებული აქვთ ევროინტეგრაციის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება’’-გიგა შუშანია
11:52 / 29.06.2022
,,ნაციონალური მოძრაობა’’ ქუთაისის მერიას ანტიევროპულ კამპანიაში ადანაშაულებს.
ამინდი
თბილისი 19 - 29 °C
img
ქუთაისი 19 - 27 °C
img
ბათუმი 20 - 24 °C
img
სოხუმი 18 - 26 °C
img
ფოთი 21 - 24 °C
img
თელავი 18 - 27 °C
img
მესტია 8 - 20 °C
img
ზუგდიდი 19 - 28 °C
img
ბორჯომი 17 - 28 °C
img