იმის გასარკვევად, შემოვიდა თუ არა საქართველოში ”მაიმუნის ყვავილი”, ექიმები საეჭვო შემთხვევას იკვლევენ.

ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გააგზავნეს იმ პაციენტის მონაცემები, რომელსაც ,,მაიმუნის ყვავილის’’ მსგავსი სიმპტომები აქვს.

პაციენტს სახისა და კიდურების არეში გამონაყარი აქვს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

პაციენტს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ შემთხვევის გარდა, დაკვირვება მიმდინარეობდა “მაიმუნის ყვავილის” კიდევ ერთ სავარაუდო შემთხვევაზე, მაგრამ ინფექცია არ დადასტურდა.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე მაია ზალდატანიშვილი აცხადებს, იმ ქვეყნების სიაში, სადაც “მაიმუნის ყვავილი” ფიქსირდება, შესაძლოა, საქართველოც მოხვდეს.

,,შესაძლოა, რომ საქართველო აღმოჩნდეს იმ ქვეყნების სიაში, სადაც დაფიქსირდება “მაიმუნის ყვავილი”, რადგან საკმაოდ ბევრი ქართველი დადის ევროპაში და მოგზაურობს. ძირითადად წვეთოვნად ფიქსირდება, თუმცა ხანგრძლივი კავშირის დროს ვერ გამოვრიცხავთ, რომ ერთი ადამიანიდან მეორეს გადაედოს,”- აცხადებს მაია ზალდატანიშვილი.

მაიმუნის ყვავილი 27 ქვეყანაშია გამოვლენილი და 800-მდე ფაქტია დადასტურებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *