საქართველოში კორინავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება.

6 ივლისს 621 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დადებითობის მაჩვენებელი თითქმის 5%-ს მიუახლოვდა.

„ბოლო 2 კვირაა, რაც ქვეყანაში ეპიდვითარება შეიცვალა, ყოველდღიური ახალი შემთხვევების რიცხვი იმატებს. მოგეხსენებათ, რომ ბოლო 2 თვე კვირაში ერთხელ ჯამდებოდა ეპიდვითარება და საკმაოდ წყნარი იყო. ჩვენ, დღიურად გვქონდა 30-50 ინფიცირება, კვირის მაჩვენებელი კი 100-200 შემთხვევას არ ცდებოდა. ჰოსპიტლების დატვირთვა მაღალი არ არის, 7-8%-ს შეადგენს. თუმცა, ეპიდვითარებისთვის დამახასიათებელი ყველა მაჩვენებელი შეცვლილია. დადებითობის მაჩვენებელი თითქმის 4-5%-ს მიუახლოვდა,,’’-აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მისივე თქმით, შემთხვევების ზრდა განპირობებულია ახალი ქვეშტამის BA.4 და BA.5-ის ცირკულაციით.

,,საბედნიეროდ, ეს ქვეშტამი არ არის უფრო აგრესიული, ვიდრე მისი წინამავალი შტამები. ყველაზე მძიმე ინდიკატორი ჯერ არ არის გაზრდილი, თუმცა, ეს ყველაფერი საყურადღებო და საფრთხილოა“,- აღნიშნავს გამყრელიძე.

ის მოსახლეობას ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *