ქუთაისში დასრულდა ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“, რომელშიც იმერეთის რეგიონის 12 მუნიციპალიტეტის თეატრალური დასები მონაწილეობდნენ.

ფესტივალზე გარდა სახალხო, პროფესიონალური და აკადემიური თეატრებისა, სტუმრის სტატუსით ცხინვალის ივანე ნაჩაბლის სახელობის თეატრი და პოლონეთის ქალაქ ტორუნის მუსიკალური თეატრები მონაწილეობდნენ, რამაც ფესტივალს საერთაშორისო სტატუსი შესძინა. კნკურს გარეშე მონაწილეობდა, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრიც.  ფესტივალს სამკაციანი ჟიური აფასებდა, თავმჯდომარე, თეატრის კრიტიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი, თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე, ასევე თეატრმცოდნე, ლაშა ჩხრტიშვილი და მწერალთა,  ხელოვანთა, მეცნიერთა აკადემიის თავმჯდომარე, მწერალი თეიმურაზ ლანჩავა. მათ თეატრალურ იმერეთში მონაწილე დასები, სხვადასხვა ნომინაციებში დააჯილდოვეს.   პრიზები  16 ნომინაციაში გაიცა, მათ შორის ქალისა და მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, რომელიც მსახიობებს გიორგი გლოვეს, ზესტაფონის თეატრის სპექტაკლი „იხვებზე ნადირობა“  და სოფიო ჩირაძეს, ხონის თეატრში, სპექტაკლ „ნატაძრალში“ შესრულებული როლისთვის ერგოთ. ასევე დაჯილდოვდა საუკეთესო რეჟისურისთვის ვანის სახლახო თეატრი სპექტაკლისთვის „მაგრამ უფლება არ მოუცია“, რეჟისორი გიორგი სიახარულიძე.

პრიზი საუკეთესო სპექტაკლის ნომინაციაში კი ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელმწიფო პროფესიულმა თეატრმა, სპექტაკლისთვის „გეტო“ აიღო. რეჟისორი მამუკა ცერცვაძე. ფესტივალის „თეატრალური იმერეთი“ ფინანსური მხარდამჭერი იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია და მუნიციპალიტეტები იყვნენ. ორგანიზაებას კი თეატრალური კავშირის იმერეთის ორგანიზაცია უწევდა.

ფესტივალის მონაწილეებს,  გარდა ჟიურის მიერ გამოვლენილი ნომინაციებისა, პრიზები მაყურებლაბმა და სხვადასხვა ორგანიზაციებმა  გადასცეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *