ლადო მესხიშვილის

სახლობის, პროფესიულ, სახელმწიფო დრამატულ თეატრში 132-ე სეზონი დაიხურა. სეზონის დახურვა წილად სპექტაკლ “ბულბულის ნისკარს” ხვდა. წარმოდგენა პაოლო იაშვილისა და ტიციან ტაბიძის ლექსების მიხედვით დაიდგა. ერთ მოქმედებიანი დადგმის რეჟოსორი გიორგი სიხარულიძეა. სექტაკლის პრემიერა 6 მაისს გაიმართა და მას შემდეგ მსახიბებმა რამდენჯერმე ითამაშეს. ორი ქალთველი მწერლის რთული და შემოქმედებითად დატვირტული ცხოვრება სცენაზე გიორგი ბენიძემ და გიგა მიქაძემ გააცოცხლეს.
ამბობენ,ტიციან ტაბიძე მითების საუფლოდან მოდის “ცისფერი ყანწების” მანერული სერობები, ფრანგული ნიავი და ქართული ლექსი, სმა და გარჩევები, უბრობა გალაკტიონ ტაბიძესთან – მურმან ლებანიძეს აქვს ლექსად – როგორ შეებნენ ერთმანეთზე გაბუტული გალაკტიონი და ტიციანი ერთად ახირებულ “რეგვენთა ჯგუფს”. ტიციან ტაბიძე სცენაზე გიგა მიქაძემ გააცოცხლა.”ორივე პოეტი არის ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი “ცისფერყანწელთა ორდენის”. ორივეს ცხოვრება იყო ძალიან ტრაგიკული. ძალიან რთულია ლექსებით მოყვე მათი ცხოვრება და ემოცია, რაც ჩადეს ამ ლექსებში. ეს ძალიან საპასუხისმგებლოა”, – აღნიშნა გიორგი მიქაძემ.
პაოლო იაშვილი სხვა “ცისფერყანწელებისგან” არაფრით განსხვავდებოდა, რადგანაც ეს ერთი მთლიანი ჯგუფი გახლდათ, რომლის წევრებიც ცდილობდნენ, ერთმანეთს დამსგავსებოდნენ.პაოლო და ტიციანი სიამის ტყუპივით იყვნენ. ტიციანი ტყუპისცალი სცენაზე გიორგი ბენიძემ ითამაშა.”ძალინ ბევრი ვიშრომეთ და ვინერვიუკლეთ, რათქმაუნდა რთული იყო და საპასუხისმგებლო. თან როცა ასახიერტებ ისეთ პერსონაჟს,  რომელიც ბავშვმაც იცის, დიდებმაც. აქ შეიქმნა ცისფერყანწელთა ორდენ. ახლა გასტროლებს ველოდებით”, – აღნიშნა გიორგი ბენიძემ.
მთელი სპექტაკლი ორი დიდი შემოქმედის ლექსებითაა დადგმული. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობები მაყურებელს მხოლოდ ლექსებით უყვებიან ამბავს, ყველაფერი ნათელი და გასაგებუია. ამასთანავე ემოციური. საინტერესოა დეკორაციაც, უმეტესად თეთრი ფონი, წითელი მიხაკები. ფრანგული და ქართული მელოდია , მწერლების ბუნებიდან გამომდინარე და ბოლშევიზმის ამსახველი წითელი ფერი, საბჭოთა მელოდია. სიმბოლურია ისიც, რომ წითელი ძაფის გორგალით მსახიობები წინააღმდეგობრივ ბარიერებს აბამენ. ზუსტად ისე, როგორც მათ ცხოვრებასა და შემოქედებაში გაჩნდა წინააღმდეგობები წითელი ხელისუფლების მხრიდან. ყველაზე ემოციური მაყურებლისთვის თვითმკველელობამდე დაწერილი  პაოლოს წერილი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა მწერლებმა თავიანთი სათქმელი ზუსტად მოიტანეს და რეჟისორმაც არტახებისგან თავის დახსნა სცენაზე წითელი ლაბირინთების მაკრატლით გადაჭრით აჩვენა. რეჟისორის გადაწყვეტილებით, პარტერი სცენაზეა განთავსებული, მაყურებლებს უშუალოდ სცენაზე აქვთ თამაშის ხილვის შესაძლებლობა.
“მიუხედავად იმისა, რომ ლექსებით იყო და ეს არის შედევრი ქართული პოეზიის და საოცრებას ისმენს მაყურებელი, იმდენად გენიალური მსალაა, რომ გაძლევს საშუალებას ამბად მოყვე. მაყურებლისთვის ყველაფერი გასაგებია, რაზეც ჩვენ 1 საათის განმავლობაში ვსაუბრობთ. იდეა სპექტაკლის მსახიობებს ეკუთვნოდათ, მე ბედნიერი ვარ, რომ მოვახერხეთ სპექტაკლის გაკეთება”, – აღნიშნა რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ.
ასე დაასრულა მესხიშვილის ტეატრმა 132-ე თეატრალური სეზონი. სექტემბერში და ოქტომბერში სამი სპექტაკლის პრემიერა იგეგმება. თეატრალურ სეზონს მესხიშვილის თეატრი 27 სექტემბერს ასევე პრემიერით გახსნის. გიორგი სიხარულიძე მაყურებელს გოგოლის  “რევიზორს” წარუდგენს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *