ფილმის ჩვენბას წერეთლის უნივერსიტეტში თავად რეჟისორიც დაეწრო.

ჩვენების დაწყებამდე რუსუდან გლუჯიძე რადიო “ძველ ქალაქს” სტუმრობდა, სადაც მან გადაცემაში “მთელი დღე” ფილმის შესახებ ისაუბრა. “სხვისი სახლი”საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთის და ხორვატიის კოპროდუქციაა. რუსული მხარის მხრიდან ფილმის დაფინანსებაზე რეჟისორისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

“ქალბატონმა კატარინა გეჩმანოვამ და ჩემა პროდუსერმა დაიწყეს მოლაპარაკება. ვფიქრობდი, რომ ამაში იქნებოდა ოფიციალური სტრუქტურა ჩართული. იმიტომ, რომ ეს იყო წარმოუდგენელი, რომ შეიძლება “სხვისი სახლის” სცენარი წაიკითხოს რუსმა ჩინოვნიკმა და თქვას, რომ კარგი, მე ამაში თანხას ჩავდებ. ეს იყო სრული აბსურდი და როდესაც მათ დამირეკეს, რომ ჩვენ კონკურსში შევიტანეთ ფილმი, ვუთხარი, რომ როგორც შეიტანეთ ისე გამოგატანენ, მაგრამ მოხდა საოცრება. არ ვიცი რას დავაბარალო. მე მაინც ასეთი წარმოდგენა მაქვს და ამას ვერავინ ვერ შემაცვლევინებს, რომ მათ ჯეროვნად არ აქვთ სცენარი წაკითხული”,- აღნიშნა რადიო “ძველი ქალაქის” ეთერით რეჟისორმა რუსუდან გლურჯიძემ.

მან აგრეთვე ფილმის სტუქტურაზეც ისაუბრა:”ეს არ არის ისეთი იოლი, ნარატიული სტრუქტურით სადაც მოვლენებს მივყვებით, ამიტომ ძალიან ვღეავ ყოველი ჩვენების წინ. ორმაგად მნიშვნელოვანია როგორ მიიღებს ამას ქართველი მაყურებელი”, – აღნიშნა რუსუდან გლურჯიძემ.
ფილმი საქართველოს სახელით ოფიციალურად წარდგენილია ოსკარის სელექციაზე ნომინაციაში “საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.
“სხვისი სახლის” ოფიციალური პრემიერა მსხიობებთან და გადამღებ ჯგუფთან ერთად ჯერ არ გამართულა. პრემიერა “თბილისის ფესტივალის” ფარგლებში გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *