2016 წლის 4 ნოემბერს 19:00 საათზე

მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრში დაგეგმილია ხელოვნების სააგენტოს “ARTP RODUCTING GEORGIA” პროექტი „ესპანური გიტარა“. ღონისძიების სოლისტი არის გერმანიაში მოღვაწე ფრანკფურტის სამუსიკო აკადემიის პროფესორი, ცნობილი ქართველი მუსიკოსი, კლასიკოსი გიტარისტი ტარიელ სუარი. პროგრამაშია: სხვადასხვა საუკუნეში მოღვაწე ესპანელი კომპოზიტორების შედევრები. პროექტი საქველმოქმედო ხასიათისაა და გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა მოხმარდება უსინათლო და მცირემხედველი ბავშვებისთვის სათანადო სამუშაო და მოსასვენებელი კუთხეების შეძენას, მათთვის მუსიკალური განათლების მიცემას. ბილეთის ღირებულება 3, 00/ 5,00 ლარი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *