ჟურნალი “დილა” 112 წლისაა.

გამოცემა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 2015 წლის დეკემბრიდანაა შეყვანილი. ჟურნალი “დილა” ყოველთვიურად გამოდის, თუმცა მისი მკითხველების რაოდენობა თანდათან იკლებს. ასოციცია “ქალები რეგიონების განვითარებისთვის” არსებული ქუთაისის ქალთა კლუბი, საპატიო წევრის, პოეტ ცირა შალაშვილის ინიციატივით, გეგმავს სოლიდარობის საღამოს ჩატარებას, რითაც გამოხატავს თანადგომას ჟურნალ ,,დილას” მიმართ. მოწვეულ საზოგადოებას საშუალება მიეცემა სიმბოლურ ფასად (1 წლით გამოწერის საფასური – 24 ლარი) გახდეს ჟურნალის ხელმომწერი. ღონისძიენა 21 ნოემბერს, თი ბი სი გალერეაში, 18 საათზე გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *