ასოციაცია ,,ქალები რეგიონების განვითარებისთვის” არსებული ქუთაისის “ქალთა კლუბმა”,

საპატიო წევრის, პოეტ ცირა შალაშვილის ინიციატივით, სოლიდარობის საღამო გამართა. საღამოზე მისულმა სტუმრებმა, ჟურნალ ,,დილას” მიმართ თანადგომა გამოხატეს.

ჟურნალი 112 წლისაა და იგი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.

“საყმაწვილო ლიტერატურული ჟურნალი “დილა” დღემდე აგრძელებს ღირსეულ ტრადიციას და მკითხველს უამრავ საინტერესო მასალას სთავაზობს, ხელს უწყობს ახალგაზრდა თაობის განათლებასა და ლიტერატურული გემოვნების ჩამოყალიბებას. იმისათვის, რომ ,,დილამ”” სრულფასოვნად გააგრძელოს არსებობა და საბავშვო ლიტერატურით დაინტერესებული მკითხველის მოთხოვნების დაკმაყოფილება, საჭიროა გამოცემის სიცოცხლისუნარიანობის გაზრდისთვის საჭირო ქმედებების განხორციელება,”- განაცხადა ქალთა კლუბის პრეზიდენტმა მაკა ხეცურიანმა.

ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ სიმბოლურ ფასად ჟურნალი გამოეწერათ. რომლის  საფასური 1 წლით – 30 ლარია.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ბავშვთა ნახატები,   საღამოს თავისი ხიბლი შესძინეს ქუთაისის გიორგი დარახველიძის სახელობის ხელოვნების სკოლის საბალეტო კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი ნათელა ცერცვაზე).  ჟურნალ “დილას” სოლიდარობის ღონისძიებას ორგანიზება “ქალთა კლუბის” წლევანდელმა თავმჯდომარემ, ია იაშვილმა გაუწია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *