რეზო ჭეიშვილის შესახებ დოკუმენტურ ფილმს

“მუსიკა ქარში” საპრემიეროდ ამზადებენ. როგორც რადიო “ძვლ ქალაქთან” საუბარში ფილმის რეჟისორმა ცისკარა ფაჩულიამ და იდეის ავტორმა რიტა წაქაძემ განაცხადეს. ფილმი მზადაა და რედაქტირების მცირე დეტალებს გადის. “ფილმი უკვე დამონტაჯებულია, ასე ვტქვათ საბოლოო რედაქტირებას გადის. ფიმლის იდეის ავტორი რიტაა და გვინდოდა საბოლოო ვარიანტი ერთად შეგვეჯერებინა. გვინდა, რომ მაქსიმალურად დახვეწილი იყოს და ელემნტარული ხარვეზები გამოვრიცხოთ. ამ თვის ბოლომდე ვერ მოესწრება, მაგრამ დეკემბერში , დეკემბრის დასაწყისში ვფიქრობთ გაიმართოს პრეზენტაცია”, – აღნიშნა ფილმის რეჟისორმა ცისკარა ფაჩულიამ.
შედეგით კმაყოფილკია იდეის ავტორი. რიტა წაქაძე გადამღები ჯგუფის მუშაობას აფასებს
“ერთად ვიმუშავეთ ყველაფერეზე, ფილმს ახლა ვნახულობ და რაც ვნახე შემიძლია ვთქვა, რომ კარგია. ცისკარას ვეუბნებოდი, რომ კი არ მომწონს, ძალიან აღფრთოვანებული ვარ. ის სცენარი რაც იყო, ის თანმიმდევრობა, რაც ჩაფიქრებული იყო გაკეთებულია, როგორც დოკუმეტურ ფილმს შეესაბამება”,- აღნიშნა იდეის ავტორმა რიტა წაქაძემ.
ამ ეტაპზე პრეზენტაციის თარიღი დაზუტებული არა არის, თუმცა ფილმის “მუსიკა ქარში” პრეზენტაცია დეკემბრის თვის დასაწყსში იგეგმება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *