ქუთაისში საახალწლო კარნავალი

მოეწყობა. კარნავალის მოსაწყობად მერიამ 10`000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო ინფორმაციის მიხედვით, კარნავალს ქუთაისში, ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება მოაწყობს და ის 300 პირისთვის იქნება განკუთვნილი. სატენდერო წინადადებების მიღება 30 დეკემბერს იწყება და 4 იანვარს მთავრდება. საახალწლო კარნავალი სავარაუდოდ 13 იანვარს გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *