ქუთაისში, “ახალგაზრდობის პარკში” არსებულ “ლიტერატურულ სარდაფში” პოეტ

ეკა ბაქრაძის საღამო გაიმართა.

პოეტმა საღამოზე მიწვეულ სტუმრებს საკუთარი შემოქმედებიდან რამდენიმე ლექსი წაუკითხა და   გამართულ შემოქმედებითი საღამოს მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“ხელოვანი ადამიანისთვის ძალიან საინტერესოა ყოველი დღე და ყოველი წამი, თუ მისი შემოქმედებისადმი დიდი ინტერესით არის დატვირთული. შეიძლება შუა მდინარეში ქვაზე დაჯდე და შემოიკრიბო მსმენელი როდესაც იცი, რომ მათ უნდა შენი მოსმენა წაუკითხავ ლექსებს და მითუმეტეს აი, აისეთ ადგილას, რასაც ლიტერატურული სარდაფი ჰქვია სამჯერ მეტად სასიამოვნოა.”-განაცხადა ეკა ბაქრაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ პოეტის მეგობრები, მწერლები და ასევე სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც ამ საღამოს მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

“ეკას არ უნდა ჩემი წარდგენა, მას ისედაც სრულიად საქართველო იცნობს. დღევანდელი საღამო ეკას მკითხველისთვის ამ ცივ ზამთარში ეს არის სულის გათბობა, მშინ როდესაც მწერალს ყოველთვის სიახლეები აქვს თავის შემოქმედებაში,”-აღნიშნა მწერალმა გიზო თავაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *