ქუთაისში რეზო ჭეიშვილის

გამზირი გაკეთდება,- ამის შესახებ დღეს მწერლის შესახებ დოკუმენტური ფილმის “მუსიკა ქარში” პრეზენტაციაზე ისაუბრეს. გარდა მისა ცნობილი გახდა, რომ მწერლის ჩანაწერების მიხედვით ორტომეული გამოიცემა და მას ადგილობრივი ხელისუფლება დააფინსებს. “ჟურნალში “მწვანეყვავილა” უკვე წლებია იბეჭდება ბატონი რეზოს გადანახული ჩანაწერები. მისი ცხოვრების დღეებს მოიცავს. წლის ბოლომდე დამთავრდება ჟურნალში გამოქვეყნება. ვფიქრობთ, წელს წლის ბოლომდე პირველი ტომი გამოვცეთ მისი, ხოლო მომდევნო წელი საიუბილეო წელია და მომდევნო წელს გამოიცემა”,- გნაცხადა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას ქუთაისის მერიის კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის საქმეთა სამსახურის უფროსმა ვაჟა ჯუღელმა.
რაც შეეხბა რეზო ჭეიშვილის გამზირის გაკეთებას, როგორც ვაჟა ჯუღლემა განმარტა მას გარკვეული პროცედურები სჭირდება და საკითხი დასმულია. “ამას პატივგების კომისია წყვეტს, საკითხი დასმულია. თუმცა არის გარკვეული ბარიერები თვითონ კანონში, რომელიც გულისხმობს, რომ გარდაცვალებიდან უნდა გავიდეს გარკვეული დრო. მიმდინარეობს მუშაობა. ამას მარტო ქუთაისი ვერ წყვეტს, თბილისთან გადასაწყვეტი საკითხია. თუმცა გამზირს, რომელიმე ქუჩას მიენიჭოს ბატონი რეზოს სახელი, ეს საკითხი დასმულია შესაბამისი ორგანოების წინაშე”, – განაცხადა ვაჯა ჯუღელმა.
მწერალი ქუთაისში, 2015 წელს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მწვანეყვავილას პანთეონშია დაკრძალული მისივე სურვილის მიხედვით. მწერლის საფლავი ადგილობრივმა თვითმმართველობამ მოაწყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *