8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, ქალბატონებს  ქუთაისიდან პოლიციელი ქალბატონები ულოცავენ.  

სუჟეტიდან პოლიციის ლეიტენანტს, ათეულის მეთაურს ეკა ნატრიაშვილს და ცვლის უფროსს, პოლიციის უმცროს ლეიტენანტს ია გეგუჩაძეს გაიცნობთ. 

8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა. ესაა ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული; პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში, ამერიკის სოციალისტური პარტიის დეკლარაციის შემდეგ აღინიშნა.
ამ დღეს მომხდარ ისტორიულ მოვლენათა შორის ერთ-ერთი უმთავრესი, რომელმაც მოძრაობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახადა ცნობილი, იყო “ტრაიენგლ შირტუეისტ” საფეიქრო ფაბრიკაში მომხდარი ხანძარი (ნიუ-იორკი, 1911), რომელმაც 140-ზე მეტი ქალი იმსხვერპლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *