ქუთაისში დღეს მხატვრის გურამ გაგოშიძის სახელობის არტ სალონი გაიხსნა

.ექსპოზიციაზე 20-მდე ნახატი იყო წარმოდგენილი. დღეს გურამ გაგოშიძე 75 წლის გახდებოდა. გურამ გაგოშიძის შვილის, ლაშა გაგოშძის თქმით მათი ოჯახისთვის დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია.

“დღეს ასე, რომ ვთქვად თავი მოვუყარეთ მამას შემოქმედებას. ეს არის ოჯახში დაცული კოლექცია, რომელიც დღეს ამ საგამოფენო სივრცეში გამოიფინა, რომელიც სპეციალურად შექმნილია სულ რამდენიმე თვეში. მნიშვნელოვანი ის არის რომ სიკეთე მოდის ქალაქის ხელმძღვანელობიდან, რომლებმაც ეს ყველაფერი გაგვაკეთებინეს, ეს ფართი სპეციალურად გამოგვიყვეს რომ გაკეთებულიყო გურამ გაგოშიძის არტ სალონი,”-განაცხადა ლაშა გაგოშიძემ.

დღევანდელ ღონისძიებაზე ასევე იმერეთის გუბერნატორი, ქუთაისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე იმყოფებოდნენ, რომლებმაც ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა, ცნობილი ქართველი მხატვრის გურამ გაგოშიძის სახელობის გალერეა გახსნეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *