ქუთაისში ერთ-ერთ უსახელო ქუჩას

რეზო ჭეიშვილის სახელი მიენიჭა. მწერლის სახელობის, ნიკეასა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების ბოლო კვეთაზე არსებული უსახელო ქუჩა გახდა. ეს გადაწყვეტილება გუშინ ქუთაისის საკრებულომ მიიღო.
ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინასებით, წელს შედგა მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, რეზო ჭეიშვილის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის, “მუსიკა ქარში” პრეზენტაცია. დაგეგმილია აგრეთვე მწერლის ჩანაწერების მიხედვით ორტომეულის გამოცემა და მას ადგილობრივი ხელისუფლება დააფინანსებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *