საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში, თეთრ ხიდზე

გუშინ არქიტექტორი, 91 წლის გივი თოდაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა. გიორგი მარგველაშვილმა გივი თოდაძის მიერ ქუთაისის განვითარებაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილზე ისაუბრა, ხიდზე შეკრებილ საზოგადოებას მასპინძლობისათვის მადლობა გადაუხადა და დღევანდელი შეხვედრები შეაჯამა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის სითბო, ის ღიაობა, ის ურთიერთობები, რომელიც ყოველთვის ხვდება ქუთაისში. ,,ჩემთვის არის განსაკუთრებით სასიამოვნო რომ ის ემოცია, იმედი მომავლის, ის განსაკუთრებული კოლორიტი, ესთეტიკა, იუმორი, ხედვა რომელსაც აქ ვხვდები ხოლმე ძალიან დიდი ხნით ამავსებს იმედებით და პერსპექტივის განცდით”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მან ძალიან ბევრი საინტერესო არგუმენტი მოისმინა პარლამენტის ქუთაისში დარჩენასთან დაკავშირებით. ,, მოვისმინე ის იდეებიც, რომელიც მომავალში შესაძლებელია ქუთაისში განხორციელდეს. მიხარია, რომ სულ რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა ქუთაისის აეროპორტთან მიმართებაში. არის იმედები და პერსპექტივები იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ უფრო ახალგაზრდული და საგანმანათლებლო ქალაქი გახდეს ქუთაისი. ამასთან ერთად, მე დავინახე ძალიან მტკიცე ნება ქუთაისელების, რომ აქ იყოს განლაგებული საქართველოს პარლამენტი. ძალიან ცხარე კამათი იყო, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ რადგან არის ასეთი სურვილი, ბუნებრივია, მე ამ სურვილს, როგორც ვთქვი, ისევე, როგორც ყველა სხვა საკითხს, რომელსაც ხალხი სვამს, დავაყენებ ყველა განხილვის რეჟიმში. ამ დებატების ფონზე მე ვამბობ, რომ ვიღებ იმ არგუმენტებს, რომლებიც ქუთაისელებისგან მოვისმინე”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტის განცხადებით, როდესაც იქნება მხარის და ქალაქის განვითარების კონცეფციები აქტიურად ჩაერთვება მათ განხილვაში.

ფოტო: მამუკა კაკაურიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *