კულტურის სამინისტრო თავის სისტემაში შემავალ თეატრებში

დასაქმებული ადამიანების საშუალო ხელფასის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. აქვეა მოცემული თითოეულ ინსტიტუციაში დასაქმებული მსახიობების საშუალო ხელფასი. სამინისტროს მონაცემებით, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრში საშუალოდ შრომის ანაზღაურება 610 ლარს შეადგენს, ხოლო მსახიობების საშუალო შრომის ანაზღაურება 704 ლარია. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან აგრეთვე ვგებულობთ, რომ ქუთაისში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრიში საშუალო შრომის ანაზღაურება 499 ლარია, ხოლო მსახიობების საშუალო ანაზღაურებაა 441 ლარი.
მონაცემების მიხედვით, რეგიონის თეატრებიდან საშუალო შრომის ანაზღაურება ყველაზე მეტი აქვს ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრს, თუმცა ეს თეატრი მსახიობის საშუალო ანაღაურებით პირველ ადგილს ვერ იკავებს. ეს თანხა 637 ლარს შეადგენს.
რეგიონული თეატრებიდან მსახიობის საშუალო ანაზღაურება ყველაზე მაღლი ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრშია და ის 731 ლარს შეადგენს. ამ თეატრში საშუალო შრომის ანაზღაურება 656 ლარია.
რეგიონული თეატრებიან ყველაზე მცირე საშუალო ანაზღაურება 250 ლარი გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრს აქვს, ამავე თეატრშია მსახიობის საშუალო ანაზღაურება ყველაზე ცოტა 230 ლარი. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სისტემაში რეგიონების სულ 17 თეატრი შედის. მათი საშუალო შრომის ანაზღაურება 476 ლარია, ხოლო მსახიობის საშუალო ანაზღაურება 462 ლარი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *