კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აქვეყნებს

თავის სისტემაში შემავალ თეატრებში დასაქმებული ადამიანების საშუალო ხელფასს. სამინისტროს ინფორმაციით, სსიპ – ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრში საშუალო შრომის ანაზღაურება 326 ლარია, ხოლო მსახიობის საშუალო ანაზღაურება 314 ლარია.

რაც შეეხება თბილიში სსიპ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრს, სამინისტროს მონაცემებით აქ შორმის საშუალო ანაზღაურება 1,134 ლარი,ხოლო მსახიობის საშუალო ანაზღაურება 1,186 ლარია.

თბილისის თეატრებში საშუალო შრომის ანაზღაურება ყველაზე მაღალი თუმანიშვილის თეატრშა – 908 ლარი,ხოლო რაც შეეხება მსახიობების საშუალო შრომის ანაზღაურებას, თუმანიშვილის თეატრში აღნიშნული ეს 1034 ლარია.

საშუალო შრომის ანაზღაურების მაჩვენებლით მეორე ადგილზეა მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრი, სადაც ანაზღაურება შეადგენს 843 ლარია,ხოლო მსახიობების საშუალო ანაზღაურება 850 ლარი.

სამინისტროს ინფორმაციით, საშუალო შრომის ანაზღაურების მაჩვენებლით მესამე ადგილზეა შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 809 ლარით. მსახიობების საშუალო შრომის ანაზღაურება აქ 1328 ლარს შეადგენს.

სულ თბილისის 12 თეატრში შრომის საშუალო ანაზღაურება 836 ლარია, ხოლო მსახიობის საშუალო შრომის ანაზღაურება 973 ლარს შეადგენს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *