კულტურა
ქუთაისის მერიის ინიციატივით ტაო-კლარჯეთში სამეცნიერო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყობა
ქუთაისიდან საქართველოს ისტორიულ კუთხეში
40 პირი 3 დღით გაემგზავრება. ტაო-კლრჯეთში ისტორიული ძეგლების დასუფთავების მიზნით 2015-2016 წლებში შექმნილი ბანაკის მონაწილეები გაემგზავრებიან. სამეცნიერო-შემეცნებითი ექსკურსიის მოსაწყობად ქუთაისის მერიამ 10 ათას ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ექსკურსია 2017 წლის 22-24 ივნისს უნდა მოეწყოს. მიმართულება ასეთია : ქუთაისი-ვალე-არდაგანი-ართვინი-იუსუფელი-თორთუმი-ყარსი-არდაგანი-ვალე-ქუთაისი.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ექსკურსიის მონაწილეები 3 დღის განმავლობაში ისტორიული ძეგლებს: არდაგანის ციხეს, შავშეთის ციხეს, ტბეთს, ხანძთს, ასიზას ციხეს, არტანუჯს, ართვინის ციხეს, ოშკს, იშხანს, ოთხთას, კავკასიძეების ციხეს, ხახული, ხახულის ციხესა და ბანას მოინახულებენ. (მარშუტი შესაძლებელია დაკორექტირდეს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მონაწილეებს ისტორიულ ძეგლებამდე მისასვლელად არ უნდა მოუწიოთ მაქსიმუმ 200 მეტრზე მეტის ფეხით გავლა.)

ტენდერში გამარჯვებულმა მომსახურება უნდა განხორციელოს უსაფრთხო და კომფორტული 2 მიკროავტობუსის საშუალებით; მიკრო ავტობუსები აღჭურვილი უნდა იყოს გათბობა/გაგრილების გამართული სისტემით; მაცივრით (პროდუქტების შესანახად),ქარხნული საბარგულით მიკროავტობუსის სალონში, ტრანსპორტირების დროს დაცული უნდა იყოს ყველა უსაფრთხოების ნორმა. მგზავრთა ტევადობა ტექნიკური პასპორტის მიხედვით 20+1, სატრანსპორტო საშუალება უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორის სტანდარტებით დადგენილ ნორმებს.
აგრეთვე უნდა იყოს ქართულ ენაზე გამართულად მოსაუბრე გიდი, რომელსაც სრულყოფილად ეცოდინება ყველა ისტორიული ძეგლის ისტორია. მუზეუმის ბილეთების ღირებულებას ,,შემსყიდველი" აანაზღაურებს პერსონათა ფაქტიური რაოდების მიხედვით, მხოლოდ იმ მუზეუმების მონახულებისთვის სადაც შესვლა ფასიანია. ექსკურსიის მონაწილეები უნდა დაბინავდნენ სასტუმროში 2 ღამით იუფეველში. ,,მიმწოდებელმა" კვებით მომსახურება უნდა უზრუნველყოს დღეში ორჯერ, საუზმის და ვახშმის სახით ადგილობრივი სამზარეულოს ტრადიციების გათვალისწინებით, საკვები პროდუქტი უნდა იყოს ახალი და ვადა შეესაბამებოდეს ვარგისიანობის ვადას, წყალი და წვენი უნდა იყოს ცივი, კვებითი მომსახურება ანაზღაურდება შემსყიდველის მხრიდან ექსკურსიის მონაწილე პერსონათა ფაქტიური რაოდენობის შესაბამის თანხაზე.

სატენდერო წინადადებების მიღება 19 აპრილს იწყება და 21 აპრილს მთავრდება.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ეთიკისა და ესთეტიკის წრის
ორგანიზებით
13:55 / 19.05.2019
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ეთიკისა და ესთეტიკის წრის ორგანიზებით
18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,
13:32 / 16.05.2019
18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,
ფესტივალი
17:49 / 14.05.2019
ფესტივალი "თეატრალური იმერეთი" ტრადიციულად მესხიშვილის
ნინო ჯანაშია თვითნასწავლი ხელოვანია. წლებია ნემსით
14:01 / 13.05.2019
ნინო ჯანაშია თვითნასწავლი ხელოვანია. წლებია ნემსით
ქუთაისში მხატვართა საგაზაფხულო გამოფენა გაიხსნა.  გალერეაში
17:24 / 10.05.2019
ქუთაისში მხატვართა საგაზაფხულო გამოფენა გაიხსნა.  გალერეაში "ვარლა" 
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 14 - 26 °C
img
ქუთაისი 19 - 29 °C
img
ბათუმი 21 - 27 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
60 კრედიტიანი პროგრამა, რომელიც მასწავლებლობის უფლებას განიჭებთ
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასწავლებლის მომზადების
18:21 / 16.05.2019
საპროტესტო პლაკატების გაკვრისთვის კაფე "სავანეს" მფლობელები დააჯარიმეს
კაფე "სავანეს" მფლობელები მერიის ზედამხედველობის სამსახურმა
14:57 / 30.04.2019
"გვირილობის" დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი ცნობილია
ქუთაისში 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულის გაიმართება.
14:36 / 25.04.2019
ირაკლი ჯულაყიძის სამეცნიერო ექსპედიცია ინდოეთში
აკ. წერეთლის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბის "თეთნულდის" წევრმა ირაკლი ჯულაყიძემ,
18:10 / 20.05.2019
გიორგი ჭიღვარია: ქუთაისში ცისფერყანწელთა თეატრი აშენდება
"გვირილობის" დღესასწაული ქუთაისელებს ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მიულოცა.
14:26 / 02.05.2019