ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მონაწილეობით

ქართულ-პოლონური სპექტაკლი დაიდგმება. ამის შესახებ რადიო “ძველ ქალაქს” თეატრის ხელმძღვანელი სულხან გოგოლაშვილი ესაუბრა. “ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ სპექტაკლს პოლონელი რეჟისორი დგამს და პოლონური დრამატურგიაა, საქართველოსთან კავშირში. ამ ეტაპზე ვიცით თუ რამდენი იქნება მსახიობი საქართველოდან და პოლონეთიდან. აგრეთვე სპექტაკლი საერთაშორისო ფესტივალშიც მიიღებს მონაწილეობას. დარჩენილია პატარა დეტალები შესათანხმებელი და ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება. უფრო დეტალურად არ მაქვს უფლება გესაუბროთ”, – განაცხადა სულხან გოგოლაშვილმა.
გარდა ამისა მოლაპარაკების დონეზე კიდევ ერთი პროექტია. “დავით აღმაშენებლის დროს იყო პოლონელი ისტორიკოსი, რომელიც გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა გელათის მონასტერში. აღმოჩენილია მისი მემუარები და არის საუბარი, რომ ამ მემუარებზე შესაძლოა რაღაც გაკეთდეს, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ საუბრის დონეზეა და ვნახოთ რა იქნება”, – განაცხადა სულხან გოგოლაშვილმა.
მესხიშვილის თეატრის მონაწილეობით ქართულ-პოლონური პროექტები ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *