ქუთაისის ,,ბაღების გაერთიანების” პატარებსა

და ადგილობრივ მთავრობას შორის იმიტირებული მემორანდუმი გაფორმდა. პატარებმა და მთავრობამ მოდელირების გზით როლები გაცვალეს. მერიის თეთრ დარბაზში ქუთაისის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა, როგორც უცხოური დელეგაციის წარმომადგენლებმა, ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს ქუთაისის მერთან შოთა მურღულიასთან და იმერეთის გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან. შეხვედრას ფასილიტაციას ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა ლორთქიფანიძე უწევდა.
ღონისძიება ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა და მასში ქუთაისის მერია და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ჩაერთვნენ.

ფოტო: ქუთაისის მერიის პრესსამსახური

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *