“თეატრალურ იმერეთზე” ქალისა და მამაკაცის საუკეთესო

როლების შემსრულებელები გამოავლინეს.  ფესტივალზე ჟიურიმ ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად ბაღდათის სახალხო თეატრის მსახიობი ეთერ ბერიძე დააჯილდოვეს, სპექტაკლით “შთამომავლობა” – რეჟისორი: მელიტონ ჯაფარიძე

მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი გოჩა ნიკოლაძე გახდა.
მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლად ბაღდათის სახალხო თეატრი მსახიობი ავთანდილ ნაკაშიძე აღიარეს, სპექტაკლით “შთამომავლობა” – რეჟისორი: მელიტონ ჯაფარიძე,
ქალის მეორეხარისხოვანი როლისთვის თერჯოლის სახალხო თეატრი მსახიობი თინა მატარიძე დააჯილდოვეს – სპექტაკლით “რეტრო” – რეჟისორი: მამუკა ცერცვაძე,

მამაკაცის როლის საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებლად სამტრედიის თეატრის მსახიობი ნიკა ფხიკიძე დასახელდა, სპექტაკლით “მე ვხედავ მზეს” – რეჟისორი: ლორიტა ჯორჯიკია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *