ქუთაისში ტრენინგი

“კინოსკოლა ქუთაისელი ახლგაზრდებისათვის” ჩატარდება. ტრენინგისათვის SPA170008264 15 ათასი ლარია გამოყოფილი. სატრენინგო მოსახურეობის გასაწევად ქუთაისს მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სკოლის მონაწილეებს ტენდერში გამარჯვებული შეარჩევს.
სასწავლო კურსის მოდული უნდა შეიცავდეს შემდეგ თემებს: კინოს ისტორია, კინოწარმოება,კინოს დრამატურგია, რეჟისურა და მონტაჟი, კინოსაოპერატორო ხელოვნება, კინოაპარატურა, კინოსა და კულტურის მენეჯმენტი.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, “მიმწოდებელმა” სასწავლო კურსის დეტალური სტრუქტურა, თითოეული საკითხისათვის გამოყოფილი დრო “შემსყიდველს” უნდა წარუდგინოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღის ვადაში და უზრუნველყოს “შემსყიდველის” შენიშვნების გათვალისწინება არაუმეტეს 5 კალენდარულ დღეში.
მეცადინეობის ჩატარება უნდა განახორციელონ კვალიფიციურმა ტრენერებმა (მინიმუმ 6 ტრენერი, აქედან მინიმუმ სამი უნდა წარმოადგენდეს ხელოვნებათმცოდნეობის ან ხელოვნების დოქტორს კინოს მიმართულებით). ყველას უნდა ჰქონდეს შესაბამის თემატიკაში ტრენინგის ჩატარების (პედაგოგიური მოღვაწეობის) მინიმუმ 5 წლის გამოცდილება.(სისტემაში უნდა აიტვირთოს გაფორმებული ხელშეკრულებები ან ცნობები სამუშაო გამოცდილებაზე, დიპლომები, სერთიფიკატები…)
კინოსკოლის მიმდინარეობისას “მიმწოდებელმა” უნდა უზრუნველყოს ორი საპატიო სტუმრის (სპეციალისტის) მოწვევა სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით. თითოეული სტუმარი, მოქმედი კინემატოგრაფისტი, ჩაატარებს მასტერკლასს კინოსკოლის მონაწილეებისათვის.
სატენდერო წინადადებების მიღება 19 ივნისს იწყება და 21 ივნისს მთავრდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *