ქუთაისის შესახებ პატარების მონაწილეობით ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია მოეწყო.

ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენაზე ბავშვებმა გვირილობის დღესასწაული, მესხიშვილის თეატრის ისტორია, გააცოცხლეს. ქალაქის ღირსშესანიშანაობების შესახებ მოუყვნენ მსმენელს.
კომპოზიაციაში მონაწილეობა ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის მხატვრული კიტხვისა და მეტყველების წრის ბავშვები მონაწილეობდნენ
“არიან როგორც ბაღის მოსწავლეები, ასევე პირველ და მეორე კლასელები. გვინდოდა, რომ მათვის კიდევ უფრო გაგვეღრმავებინა ქუთაისის სიყვარული და ლექსების კრებული “ქუთაისო ჩემო” გამოვიყენეთ, რამდენიმე ლექსი დავანაწილეთ და ეს კომპოზიცია გავაკეთეთ. ცოტათი გაუჭირდათ, მაგრამ ვიშრომეთ და საბოლოო ჯამში მივიღეთ ეს კომპოზიცია, რომელიც დღეს ნახა აქ მოსულმა მაყურებელმა”, – განაცხადა რეჟისორმა და მსახიობმა აბელ სოსელიამ.
“მხატვრული კითხვისა და მეტყველების წრე” ერთი წელია, რაც მეორე სკოლის ბაზაზე არსებობს. ბავშვებთან პედაგოგი რუსუდან ფხაკაძე და მსახიობი და რეჟისორი აბელ სოსელია მუშაობენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *