ხარკოველი და ქუთაისელი ახალგაზრდებისათვის

შავი ზღვის კურორტზე ბანაკი მოეწყობა. ქუთაისის მერია ტენდერს SPA170008469 აცხადებს. ქუთაისთან დაძმობილებული უკრაინის ქალაქ ხარკოვისა და ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის შავი ზღვის კურორტზე საზაფხულო-სარეაბილიტაციო ბანაკის მოწყობისათვის სასტუმრო მომსახურების 15 ათასი ლარია გამოყოფილი.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შენობაში უნდა იყოს საკონფერენციო დარბაზი 50 მონაწილესათვის, თითოეულ დარბაზში უნდა იყოს შესაბამისი რაოდენობის სკამი, სამუშაო მაგიდა, პროექტორი, პროექტორის ეკრანი, 2 ლეპტოპი, 1 ტელევიზორი, ასევე ხმის გამაძლიერებელი აპარატურა (3კვტ), დინამიკები და 2 მიკროფონი;

ოთახებში უნდა იყოს ინდივიდუალური სველი წერტილები, ცივი და ცხელი წყალი, გათბობა და კონდენცირება (24 საათი);

სასტუმროს უნდა გააჩნდეს სპორტული მოედანი და სპორტული შეჯიბრებებისათვის საჭირო ინვენტარი კერძოდ: (კალათბურთის, ფეხბურთის, ფრენბურთის, მაგიდის ჩოგბურთის) ბურთები; ბადმინტონი (2 ცალი); ჭადრაკი (2 ცალი); შაში (2 ცალი).
ბანაკების მომსახურების გასაწევად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის საკუთრებაში ან სარგებლობის სახით ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (იჯარის ხელშეკრულების შემთხვევაში ხელშეკრულების ხანგრძლივობის ვადა არ უნდა იყოს მომსახურების გაწევის ვადაზე ნაკლები).

,,მიმწოდებელი” ვალდებულია უზრუნველყოს ქალაქ ქუთაისთან დაძმობილებული უკრაინის ქალაქ ხარკოვისა და ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის შავიზღვის კურორტზე საზაფხულო-სარეაბილიტაციო ბანაკის მოწყობა (საოჯახო ტიპის სასტუმრო არ განიხილება) ერთ ნაკადად, 50 პირისათვის, 8 დღე 2017 წლის 27 ივლისიდან – 2017 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით.

სატენდერო წინადადებების მიღება 22 ივნისს იწყება და 26 ივნისს მთავრდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *