“მხოლოდ სიმართლე”- გიზო თავაძემ მკითხველს

ახალი წიგნი წარუდგინა. ესაა მემუარული ჟანრის წიგნი, რომელშიც შესულია უმეტესწილად ძველი ჩანაწერები. წიგნად გამოცემამდე მწერლის ჩანაწერები ჟურნალში “მწვანეყვავილა” იბეჭდებოდა.

“წიგნში არის ბევრი საინტერესო ესე, წერილი, გამოხმაურება , მინიატურა, ამ ყველაფერს აერთიანებს ის, რომ მწერალი თვლის ესაა სიმართლე, დამოკიდებულება მოვლენებისადმი. ამ დამოკიდებულებაში მჟღავნდება მისი მსოფლმხედველობრივი დამოკიდებულება ქვეყნის, ადამიანებისადმი. აქ მოთავსებულ ჩანაწერს, ესეს აქვს ხშირად დოკუმენტის მნიშვნელობა იმიტომ, რომ შეიძლება იმ ფაქტზე, მოვლენაზე არ გვქონდეს რაიმე დოკუმენტი და ამ წიგნში შესულმა ამბებმა შეასრულოს პირველწყაროს ფუნქცია”, – განაცხადა მწერალმა და კრიტიკოსმა ელგუჯა თავბერიძემ.

“ეს არის მემურები, ჩანაწერები დღიურებიდან. ის, რისი გამოქვეყნებაც ჩავთვალე რომ შეიძლებოდა. უფრო ადრე გამოვიდა ამ წიგნის პირველი ტომი “ზოგი რამ”,- ამბობს წიგნის ავტორი, მწერალი გიზო თავაძე.

მისივე თქმით,  მალე მკითხველს მოთხრობებისა და ნოველების ახალ კრებულს შესთავაზებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *