ქუთაისის მერია წიგნის “ზღვის ქაფიდან მანდილს მოვქსოვ”

დასაბეჭდად ტენდერს აცხადებს. მარინე გაჩეჩილაძის წიგნის დასაბეჭად 1500 ლარია გამოყოფილი. ,,მიმწოდებელმა” უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ ხელნაწერის სახით მიწოდებული მასალებისა და ფასების ცხრილში მოცემული პარამეტრების შესაბამისად, მარინე გაჩეჩილაძის წიგნის, “ზღვის ქაფიდან მანდილს მოვქსოვ” ბეჭდვა (500 ერთეული) და მიწოდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში, მეორე სართულზე, ხელშეკრულების დადებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

პარამეტრები: გამოცემის ფორმატი 60*84 1/32; გარეკანის 02 ყდა,ცარცის ქაღალდი 250 გრ5. შიგა გვერდები შავ-თეთრი 80 გრ ოფსეტური ქაღალდი, გვერდების რაოდენობა – 168 გვ., რედაქტირება, წინათქმის დართვა, ტექსტის კომპიუტერში შეტანა, შეტანილი ტექსტის დაკაბადონება, სარკეზე ამოღება. გარეკანის ფერადად მომზადება, დაბეჭდვა. წიგნის ფორმების კეცვა, ძაფზე კინძვა და 02 ყდაში ჩასმა. გარეკანის მხატვრული გაფორმება, ორიგინალური მხატვრული ნამუშევრებით. ნამუშევრების შერჩევა (შემსყიდველთან და ავტორთან შეთანხმებით); წიგნში უნდა განთავსდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ლოგო და წარწერა “ბეჭდვა დაფინანსებულია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ” ,,გაყიდვა აკრძალულია”, მიწოდების თარიღი: ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 1 თვე; დასაბეჭდ მასალას ,,შემსყიდველი” ,,მიმწოდებელს” მიაწვდის ხელნაწერის სახით.
სატენდერო წინადადებების მიღება 12 ივლისს იწყება და 17 ივლისს მთავრდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *