ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 13 ივლის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.

ღონისძიების მიზანს აუტიზმის მქონე ორი მცირე წლოვანისთვის სამკურნალო კურსის ხარჯების დაფინანსება წარმოადგენს.

“აუტიზმის ცენტრში, რომელიც ქუთაისში მდებარეობს, არის ორი ბავშვი, ბენეფიციარი, რომლებსაც კონცერტიდან შემოსული თანხით მკურნალობის ერთ კურსს დავაფინანსებთ, რომლებსაც ექნებათ უკეთესი ხვალინდელი დღე და თითქმის გამოჯანმრთელდებიან, ცხოვრებას შეძლებენ როგორც ჩვეულებრივი ჯანმრთელი ადამიანები,”-განაცხადა საქველმოქმედო კონცერტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა აკაკი იოსელიანმა.

კონცერტში მონაწილეობას ბადრი ადამია, ირინა თაბორიძე, აკაკი იოსელიანი და ნინო ჩიქოვანი მიიღებენ.

“კონცერტში მონაწილე ყველა გამომსვლელი მოწვეული არის და ადგილობრივი არცერთი არ არიან, რადგან მაყურებელს მეტი სიახლე შევთავაზოთ. ჩვენ ერთი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით, რადგან დასვენებები დაემთხვა, მოქალაქეები დასასვენებლად არიან წასულები, ამიტომ ბილეთების გაყიდვისთვის თითქმის კარდაკარ მოგვიწია სიარული სხვადასხვა ორგანიზაციებში, რადგან ბილეთები და ინფორმაცია საზოგადოებას მივაწოდოთ,”-განაცხადა საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზატორმა ბადრი ადამიამ.

საქველმოქმედო საღამო, 13ივლის 19 საათზე ქუთაისის ოპერის თეატრში გაიმართებაა. ბილეთის ფასი 5 ლარს შეადგენს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *