ბაღდათი–ადიგენის ადმინისტრაციულ საზღვართან

მთის დღესასწაული ზღვის დონიდან  2200 გაიმართა.დამეგობრებულმა მუნიციპალიტეტებმა, ბაღდათმა და ადიგენმა, შემოქმედებითი ჯგუფების ერთობლივი ღონისძიება წარმოადგინეს. ასევე, მოეწყო ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა და დოღი.

ღონისძიებებს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის პირველი პირები, ბაღდათისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონისთან ერთად დაესწრნენ.

ჟურნალისტებისათვის მედიატური მოეწყო.

მთის დღესასწაული გასული საუკუნის 80–იანი წლებიდან იღებს სათავეს. გარკვეული პერიოდი ის აღარ აღინიშნებოდა. ტრადიცია 2015 წელს აღდგა და ბაღდათსა და ადიგენს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსაც მოეწერა ხელი.

რადიო “ძველი ქალაქი” სხვა საინტერესო ამბებს ეტაპობრივად მოგაწვდით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *