იმერეთში მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატის

ორგანიზებისათვის ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს. ჩემპიონატის ორგანიზებისათვის 3 ათას 500 ლარია გამოყოფილი.

“მიმწოდებელმა” უნდა უზრუნველყოს:

იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტის ნაკრები სასკოლო კლუბების მონაწილეობა.

რეჟისორების (2 პირი) ჩართულობა, რომლებმაც უნდა დაწერონ სცენარები და მოამზადონ გუნდები სასცენო გამოსვლისათვის. აღნიშნულ პირებს უნდა გააჩნდეთ მსგავსი ღონისძიების რეჟისორობის 2 (ორი) წლის გამოცდილება. აღნიშნული გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნას სათანადო დოკუმენტაცია – მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, ხელშეკრულებ(ებ)ი, ცნობ(ებ)ი ან/და სხვა.

ჩემპიონატის მონაწილე კლუბების სცენარების რედაქტირებისათვის 2 (ორი) რედაქტორის მოწვევა (სცენარები არ უნდა შეიცავდეს ხუმრობებს სატელევიზიო შოუებიდან, სხვა ჩემპიონატებიდან და ა.შ. ასევე ნომრებს, რომლებიც შეიცავს ძალადობის პროპაგანდას, ჰომოფობიურ განცხადებებს და ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების შელახვას). რედაქტორებს უნდა გააჩნდეთ მსგავსი ღონისძიების რედაქტორობის გამოცდილება. აღნიშნული გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნას სათანადო დოკუმენტაცია – მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, ხელშეკრულებ(ებ)ი, ცნობ(ებ)ი ან/და სხვა.

ერთი წამყვანის მოწვევა, რომელმაც უნდა წაიყვანოს ჩემპიონატი და უნდა გააჩნდეს მსგავსი ღონისძიებების წაყვანის გამოცდილება. აღნიშნული გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნას სათანადო დოკუმენტაცია – მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, ხელშეკრულებ(ებ)ი, ცნობ(ებ)ი ან/და სხვა. წამყვანი უნდა იყოს 30 წლამდე ასაკის მამაკაცი.

მუსიკალური გამფორმებლის მოწვევა, რომელსაც უნდა გააჩნდეს მსგავსი ღონისძიებების მუსიკალურად გაფორმების მინიმუმ 2 (ორი) წლის გამოცდილება. აღნიშნული გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნას სათანადო დოკუმენტაცია – მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, ხელშეკრულებ(ებ)ი, ცნობ(ებ)ი ან/და სხვა.

პროექტის 120 მონაწილისათვის სერთიფიკატების ბეჭდვა და გადაცემა.

სცენარის წარდგენა “შემსყიდველ”-სათვის ხელშეკრულების დადებიდან 2 სამუიშაო დღის ვადაში და “შემსყიდველის” შენიშვნების გათვალისწინება (არსებობის შემთხვევაში) არაუმეტეს 2 კალენდარულ დღეში.

ჟიურიში საზოგადოებისათვის ცნობილი სახეების მიწვევას უზრუნველყოფს “შემსყიდველი”, სულ 5 ადამიანი.

“მიმწოდებელი” ვალდებულია უზრუნველყოს ქალაქ ქუთაისში მხიარულთა და საზრიანთა კლუბების იმერეთის სასკოლო ჩემპიონატის ორგანიზება 2017 წლის 9 ოქტომბრიდან 2017 წლის 27 ოქტომბრამდე პერიოდში.

სატენდერო წინადადებების მიღება 15 სექტემბერს იწყება და 18 სექტემბერს მთავრდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *