“ქუთაისური საღამოები” ქუთაისის ცენტრალურ

ბაღში დაიწყო. ღონისძების ორგანიზატორი,ცხვირის და ყურის ქირურგი, მხატვარი თემურ ძიძიგურია. ღონიძიების მიზანი ქალაქში კარგი განწყობის შექმნაა. 

“მიზანია, რომ კარგი განწყობა შეექმნათ ქუთაისლებს, ქალაქში ჩამოსულ სტუმრებს. გაეცნონ ქალაქს, მის კულტურუას, ქალაქური სიმღერები მოისმინონ. ეს ღონისძება არის იმისათვის, რომ მსურველებს ჰქონდეთ შესაძლებლობა იმღერონ, ლექსი წაიკითხონ”,- განაცხადა თემურ ძიძიგურმა.

ღონიძიება 1,2 და3 ოქტომბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა უამინდობის გამო გადაიდო. ის გუშინ დაიწყო და 6 ოქტომბერს დასრულდება.

დღეს, ქუთაისში, იშხნელების ძეგლთან ქალაქური სიმღერის,ლექსებისადა იუმორის მოყვარულები ისევ შეიკრიბებიან.

დღეს ღონიძებაზე სტუმრად თერჯოლიდან ანსამბლს “იამე” ელოდებიან. 

“ქუთაისური საღამოები” დები იშხნელების ძეგლთან 19:00 დაიწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *