კულტურა
საერთაშორისო ფოტოკონკურსი "ილო" დაიწყო
საერთაშორისო ფოტოკონკურსი "ილო" დაიწყო. კონკურსში განაცხადებისა და ნამუშევრების მიღება დაწყებულია.

ძირითადი ფოტოკონკურსის თემა არის თავისუფალი.
პრემია "პუბლიკის სიმპატიის" თემა არის "ქუთაისი - ქალაქი, რომელიც მიყვარს" - ფოტოგრაფიის მეშვეობით გადმოცემული თქვენი პირადი დამოკიდებულება ჩვენს ქალაქთან - მისი ხასიათი და კოლორიტი, ადამიანები და შენობები.
კონკურსში შეიძლება წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა ფოტოგრაფიულ ჟანრში (პეიზაჟი, პორტრეტი, ჟანრული სცენა/ქუჩის ფოტოგრაფია, რეპორტაჟი ) გადაღებული ფოტო. ერთი კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათების მაქსიმალური რაოდენობაა 5 ფოტო.
საავტორო უფლება უდნა ეკუთვნოდეს იმ პიროვნებას, ვისი სახელითაც წარდგენილია ნამუშევარი კონკურსში მონაწილეობისთვის.
ფოტოკონკურსის პრემიები
ფოტოკონკურსში გამარჯვებულთათვის დაწესებულია 4 პრემია
პირველი პრემია - 800 ლარი
მეორე პრემია - 600 ლარი
მესამე პრემია - 500 ლარი
პუბლიკის სიმპატიის პრიზი - 100 ლარი
ფოტოკონკურსში გამარჯვებულებს ფულად პრემიებთან ერთად გადაეცემათ:
• I ადგილის პრიზი (ილოს გამოსახულებიანი მინი-ქანდაკება)
• II ადგილის პრიზი (მცირე ზომის ფოტოაპარატის ქანდაკება)
• III ადგილის პრიზი (მცირე ზომის ფოტოაპარატის ქანდაკება)
კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრების და ასევე საუკეთესო 50 ფოტოსგან დაკომპლექტდება გამოფენა, რომელიც გამარჯვებულთა დაჯილდოვების დღეს გაიხსნება.
გამოფენისთვის შერჩეული ფოტოების დაბეჭდვას ფოტოკონკურსში შემოსული ელექტრონული ფაილების საფუძველზე უზრუნველყოფენ კონკურსის ორგანიზატორები.


ფოტოკონკურსზე წარსადგენი მასალა:
1. კონკურსში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ციფრული ფაილები. ფაილები განაცხადთან ერთად (განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება ფეისბუქზე არსებული გვერდიდან (ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილება) უნდა გამოიგზავნოს მისამართზე: ქ.ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3, I სართული, მერიის კანცელარია ან ხელმოწერილი განაცხადის დასკანერებული ვერსია გადმოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე:  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it  
შენიშვნა: ჟიური იტოვებს უფლებას, რომ ის ფაილები, რომლებიც არ დააკმაყოფილებენ კონკურსის პირობებში მითითებულ ტექნიკურ პარამეტრებს, არ განიხილოს კონკურსში მონაწილედ.
.
გამარჯვებულების გამოვლენისას ჟიური იხელმძღვანელებს საკონკურსო ნამუშევრის მხატვრული ანუ ფოტოგრაფიული ღირებულებით და კონკურსის თემასთან ნამუშევრის შესაბამისობის ხარისხით. ასევე გათვალისწინებული იქნება:
- თემის გახსნისთვის გამოყენებული ფოტოგრაფიული ჟანრის (პორტრეტი, რეპორტაჟი, პეიზაჟი, ჟანრული სცენა და ა.შ.) ორიგინალურობა;
-ნამუშევრების შესრულების ტექნიკური დონე და მხატვრული გადაწყვეტა;
-კონკურსში წარმოდგენილი ფაილის მინიმალური ტექნიკური ანუ კომპიუტერული დამუშავების ხარისხი
შენიშვნა: შეფასება მოხდება 5 ბალიანი სისტემით
კონკურსის გამარჯვებულები სპეციალურ შეტყობინებას მიიღებენ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. კონკურსის ორგანიზატორებისგან შეტყობინებას მიიღებენ ასევე კონკურსის ის მონაწილეებიც , რომლებიც ვერ გაიმარჯვებენ, მაგრამ რომელთა ნამუშევრებიც ჟიურის გადაწყვეტილების საფუძველზე საერთო გამოფენაში იქნება წარმოდგენილი.

ფოტოკონკურსის ჩატარების კალენდარული გრაფიკი

საკონკურსო ნამუშევრები მიიღება: 2017 წლის 4 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე
შედეგები გამოცხადდება: 2017 წლის 7 ნოემბერს.

ფოტოკონკურსის მონაწილეთა საავტორო უფლებები
1. პრემირებული ნამუშევრები, ისევე როგორც სხვა, არაპრემირებული ფოტოები, რომლებიც გამოფენისთვის დაიბეჭდება გადადის კონკურსის ორგანიზატორების საკუთრებაში საავტორო უფლებების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
2. ფოტოკონკურსის შედეგები გამოცხადდება პრესაში, ტელევიზიით და რადიოთი.
3. კონკურსში წარმოდგენილი მასალის (ციფრული ფაილის)ტექნიკურ გამართულობაზე პასუხს აგებს წარმომდგენი/კონკურსში მონაწილე.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ეთიკისა და ესთეტიკის წრის
ორგანიზებით
13:55 / 19.05.2019
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ეთიკისა და ესთეტიკის წრის ორგანიზებით
18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,
13:32 / 16.05.2019
18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,
ფესტივალი
17:49 / 14.05.2019
ფესტივალი "თეატრალური იმერეთი" ტრადიციულად მესხიშვილის
ნინო ჯანაშია თვითნასწავლი ხელოვანია. წლებია ნემსით
14:01 / 13.05.2019
ნინო ჯანაშია თვითნასწავლი ხელოვანია. წლებია ნემსით
ქუთაისში მხატვართა საგაზაფხულო გამოფენა გაიხსნა.  გალერეაში
17:24 / 10.05.2019
ქუთაისში მხატვართა საგაზაფხულო გამოფენა გაიხსნა.  გალერეაში "ვარლა" 
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 14 - 26 °C
img
ქუთაისი 19 - 29 °C
img
ბათუმი 21 - 27 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
60 კრედიტიანი პროგრამა, რომელიც მასწავლებლობის უფლებას განიჭებთ
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასწავლებლის მომზადების
18:21 / 16.05.2019
საპროტესტო პლაკატების გაკვრისთვის კაფე "სავანეს" მფლობელები დააჯარიმეს
კაფე "სავანეს" მფლობელები მერიის ზედამხედველობის სამსახურმა
14:57 / 30.04.2019
"გვირილობის" დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი ცნობილია
ქუთაისში 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულის გაიმართება.
14:36 / 25.04.2019
ირაკლი ჯულაყიძის სამეცნიერო ექსპედიცია ინდოეთში
აკ. წერეთლის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბის "თეთნულდის" წევრმა ირაკლი ჯულაყიძემ,
18:10 / 20.05.2019
გიორგი ჭიღვარია: ქუთაისში ცისფერყანწელთა თეატრი აშენდება
"გვირილობის" დღესასწაული ქუთაისელებს ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მიულოცა.
14:26 / 02.05.2019