ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ

სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლექსო თორაძისა და ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით საზეიმოდ დაიხურა “სიცოცხლის ფესტივალი”, რომელსაც უდირიჟორა მაესტრო ნიკოლოზ რაჭველმა.
კონცერტი საქველმოქმედო იყო და ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულიად გადაერიცხება “ბერი ანდრიას სახელობის ფონდის” სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობას.
ფონდი უკვე მეხუთე წელია ჩართულია ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის ცნობიერების ასამაღლებლად საერთაშორისო მოძრაობაში.
2017 წლის ,,სიცოცხლის ფესტივალი”” სრულად ეძღვნება სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *