“ციცინათელების სასაფლაო”- წერეთლის უნივერისტეტში შეკრებილი სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის ანიმეს ჩვენება და დისკუსია გაიმართა.

ორგანიზატორი წერეთლის უნივერსიტეტის მარკეტინგის, ღონისძიებებისა და პროექტების მართვის სამსახურის პროექტების მენეჯერი ვეფხია მხეიძეა, რომელმაც ჟანრის მოყვარულთათვის ანიმეს კლუბი დააარსა.

ანიმეს ჩვენება ყოველ ხუთშაბათს, 17:00 საათზე იმართება. ორგანიზატორის განმარტებით, კლუბის შექმნა იაპონური კულტურის პოპულარიზაციასა და სტუდენტების აქტიურობის ზრდას ემსახურება.

,,ქუთაისელი ახალგაზრდები მეტად აქტიურად შეხვდნენ ამ ინიციატივას. დასწრება ყოველდღიურად იმატებს.  პროექტის ფარგლებში დაახლოებით 30-მდე ანიმეა ნაჩვენები,”-განაცხადა ვეფხია მხეიძემ.

პროექტის ორგანიზატორის განმარტებით, ანიმეს შერჩევაში მონაწილეობას სტუდენტები და მოსწავლეები იღებენ. საორგანიზაციო ჯგუფის მიერ შერჩეული ხუთი ანიმეს დაასხელება კლუბის “ფეისბუკ” გვერდზე იტვირთება და გამარჯვებულად ხმათა უმეტესი რაოდენობის მქონე ფილმი სახელდება.

პროექტისადმი დაინეტერსება თბილისში არსებულმა იაპონური კულტურისა და ენის ცენტრმა და ქართულ ენაზე გამოცემულმა იაპონურმა ჟურნალმა გამოხატა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *