ღრმა ემოციური მუხტი, სცენაზე გაცოცხლებული ფრანგი ლეგენდა-ედიტ პიაფი,

მისი ცხოვრების ბოლო წლები, გონებასა და გულში მკაფიოდ გამჯდარი მელოდიები, სიმღერები, რომლებიც განსაკუთრებული ჟღერადობის ხმით და შესრულების მანერით ერთნაირად იპყრობს ნებისმიერი თაობის მსმენელს. პიაფის ცხოვრების გზა, სიყვარულის სიმძაფრე, ედიტის ფენომენი.

 

ის  იდგა სცენაზე, ნამდვილი ედიტ პიაფი!

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრის კოპროდუქციის „ედიტ პიაფის“ პრემიერა ქუთაისში, მაყურებელთან ახლო ხედით შედგა. რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ ორი თეატრის სინთეზში, საფრანგეთის ლეგენდის, მომღერლისა და მსახიოის, ედიტ პიაფის ბილო წლების ცხოვრება,   ნინო სადღობელაშვილის პიესით, ღრმა დრამატიზმით წარმოადგინა. ედიტის როლის შემსრულებელმა მაია ცეცხლაძემ, ზუსტად ასახა პიაფის სახე, დგომის მანერა, ჟესტიკულაცია, მიმიკა, ემოცია, ცხოვრების დრამა. მესხიშვილის თეატრის მსახიობმა, აბელ სოსელიამ ედიტის მამის როლი მოირგო და გარდაისახა  არშემდგარ „კლოუნად“, რომელიც შვილის სულიერი ორეულია.

პიესის ფაბულა ასეთია:  „ედიტ პიაფის“ ცხოვრებაზე ფილმი უნდა გადაიღონ, პროდიუსერები დიდ ფულს დებენ და ედიტს, საკუთარი თავის განსახიერებას სთხოვენ. პიაფის ქმარი, თეო (თეოფანოს ლამბუკას), ცდილობს დაიყოლიოს ედიტი, რადგან ვალებში მყოფს, ეს ერთადერთ ხსნად ესახება. მძიმე სულიერ მდგომარეობაში მყოფ მომღერალს უკრძალავენ სიმღერას, სხვა პროექტებში მონაწილეობას, მაგრამ ედიტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, სწორედ სიმღერაა. სიმღერა, რომელიც მისთვის ყველაზე დიდი სიყვარულია.

რეჟისორი-გიორგი სიხარულიძე, სცენატრის ავტორი-ნინო სადღობელაშვილი, მხატვარი – თეო კუხიანიძე, მუსიკალური გაფორმება – ნინო სიხარულიძე, რეჟისორის თანაშემწე – ზვიად მურვანიძე.

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი :

ედიტ პიაფი – მაია ცეცხლაძე

ედიტის მამა – აბელ სოსელია (ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი), თეო – ტიტე კომახიძე, ექიმი რობერი – კახა კობალაძე, დანიელა – ქეთი ეგუტიძე, მარსელ დიუპონომი – ზაალ გოგუაძე, კლოდ დებუა – დათო ჯაყელი, რენე ამბერი – მამუკა მანჯგალაძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *