დღეს გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან

126 წელი შესრულდა. პოეტების მეფის დაბადების დღეს განსაკუთრებულებულად აღნიშნავენ მის მშობლურ სოფელში, ჭყვიშში.

გალაკტიონობის აღნიშვნა 13:00 საათიდან დაიწყება. ვანში უამრავ სტუმარს ელოდებიან, გალკტიონის ძეგლს გვირგვინით შემკობენ. ტრადიციულად გაიმართება ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.

16:00 საათზე ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრში ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის – მურმან ჯინორიას სპექტაკლი “ქარი მწყურია მე პირდაპირი” დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა ვანთან ახლოს სოფელ ჭყვიშში. პოეტის მამა – ვასილ ტაბიძე, შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. 1900 წელს ტაბიძე ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში.

1908 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910–1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად. 1917–1918 წლებში იმყოფებოდა მოსკოვსა და პეტროგრადში.

1914 წელს გამოდის გალაკტიონ ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა. 1919 წელს გამოცემულმა “არტისტულმა ყვავილებმა” ავტორს “გენიალური გალაკტიონისა” და “პოეტების მეფის” სახელი მოუტანა.

გალაკტიონი გარდაიცვალა 1959 წლის 17 მარტს. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *