ქუთაისში, კინო “საქართველომ” “განწირული გვირგვინის” პრემიერას უმასპინძლა.

ფილმი სათავგადასავლო ჟანრისაა, რომელიც კოლხური დიადემის ბედზე მოგვითხრობს. ნამუშევრის სცენარის ავტორი და რეჟისორი ცისკარა ფაჩულიაა.

ცისკარა ფაჩულიას თქმით, ფილმის შექმნის იდეა 2014 წელს გაჩნდა. რეჟისორი განმარტავს, რომ ნამუშევარი ერთგვარ საპროტესტო ხასიათს ატარებს, რადგან ქართული უძველესი ნამუშევრები და შეუფასებელი ექსპონატები ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ უნდა გადიოდეს.

“მაგალითისათვის ავიღეთ კოლხური დიადემა, რომელიც 2500 წლის ნივთია. ექსპონატი სახელმწიფოებრივ სიმბოლიკასაც წარმოადგენს. ნამუშევრის შესაქმელად მერიიდან მინიმალური 500 ლარიანი დახმარება მივიღეთ. კერძო შემოწირულობებითა და საკუთარი ჯიბის ფულით გადავიღეთ ფილმი,”-განაცხადა ფაჩულიამ.

ნამუშევარი ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიქმნა და მასში ადგილობრივი მსახიობები მონაწილეობენ.

ფილმში მთავარ როლს თემურ ხითარიშვილი ასრულებს, რომლის გმირიც მუზეუმის თანამშრომელი სანდროა.

“სანდრო არის გმირი, რომელიც ცდილობს გადაარჩინოს საახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნივთი. ძალიან საინტერესო და რთული იყო ფილმზე მუშაობა. გარდაიქმნა ჩემი პიროვნება. რეალურად სხვა ადამიანი ვარ, თუმცა შინაგანად სანდროს ხასიათი დამრჩა,-განაცხადა ხითარიშვილმა.

ფილმის ბიუჯეტი 50 000 ლარია. ნამუშევრის ჩვენება თბილისში, ბათუმსა და სხვა ქალაქებშიც იგეგმება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *