ქუთაისში მდებარე სინაგოგაში ებრაული დღესასწაულის

“ხანუქას” სანთლების ანთების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ქუთაისის მერის პირველი მოადგილე გიორგი იობაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია ესწრებოდნენ.

ხანუქას დღესასწაული დეკემბრის პირველ ნახევარში აღინიშნება და რვა დღე გრძელდება. დღესასწაული ტაძრის განწმენდის, საკურთხევლის კურთხევისა და სატაძრო მსახურების განახლების აღსანიშნავია, რომელიც რწმენის სიმტკიცისა და ტრადიციების განახლების სიმბოლოდ იქცა.

“მინდა, ჩვენს მოძმე ებრაელ ერს ხანუქას დღესასწაული მივულოცო. ქუთაისს ებრაელებთან ურთიერთობის განსაკუთრებული ტრადიცია და მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. სწორედ ამიტომ ეს დღესასწაული ჩვენს ქალაქში ყოველთვის გამორჩეულად აღინიშნება. ეს არის განახლების, სამართლიანობისა და სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღესასწაული,”- განაცხადა გრიგოლ დალაქიშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *