ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი საახალწლო პრემიერებისთვის ემზადება.

სამი სპექტაკლის პრემიერა თეატრში 23 დეკემბრიდან 14 იანვრამდე შედგება.

ლევან გაბრიჭის რეჟისორობით შექმნილ სპექტაკლს “ღორმუცელა” მაყურებელი 23 დეკემბერს 12:00, ხოლო 24 დეკემბერს 23:00 საათზე იხილავს.

თოჯინების თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ თეატრის რეპერტუარში სრულიად ახალი კონცეფციის, ჩრდილებისა და ანიმაციურ სტილში მომზადებული სპექტაკლის ,,ნაცარქექიას” ჩვენებისათვის მზადება მიმდინარეობს. “ნაცარქექიას” რეჟისორი ლევან გაბრიჭიძეა.

ასევე, მაყურებელთა წინასაახალწლო განწყობაზე რეჟისორი ეკატერინე სირაძე სპექტაკლით ,,კოკროჭინა” იზრუნებს.

თეატრში განმარტავენ, რომ პრემიერის თარიღები ცნობილი მალევე გახდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *