წყალტუბოს ცენტრში საახალწლო ნაძვის ხე

ადგილობრივებმა თავად მორთეს. სადღესასწაულო სამზადისში ძირითადად, ქალაქის სკოლები და ახალგაზრდები ჩაერთნენ.
შეგახსენებთ,რამდენიმე დღით ადრე წყალტუბოს მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, აქცია “ერთად მოვრთოთ ჩვენი ნაძვის ხე” – დაანონსდა. აქციაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო და ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება, სათამაშოს წაღება და ნაძვის ხის მორთვა.

“მიხარია რომ ასეთი გამოხმაურება აქვს ჩვენს აქციას, დღეს ერთად მოვრთეთ ნაძვის ხე, მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ აქციაში მიიღო მონაწილეობა.”- განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა.

დღეს კი 18:00 საათზე ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება. გამოვლინდება კონკურსის – “ყველაზე მანათობელი კომპოზიციის” ავტორი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *