დასავლეთ საქართველოს თეატრალური წრის

წარმომადგენლებმა პროექტ “ტელესპექტაკლების” შეწყვეტა გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეები ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში შეიკრიბნენ.

როგორც თეატრალები განმარტავენ, აჭარის საზოგადოებრივი მუწყებლის გადაწყვეტილება თეატრებსა და მოქალაქეებს დააზარალებს.

“ეს იყო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტი. გადაცემა გათვლილი იყო სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზეც. პროექტი რეგიონალური თეატრების განვითარებასა და პოპულარიზაციას უწყობდა ხელს. გადაცემის დახურვის შესახებ ოფიციალური პასუხი არ ყოფილა, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ შესაბამის განმარტებას მოვისმენთ,”-განაცხადა მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა კოტე აბაშიძემ.

ტელეპროექტის ფარგლებში, 3 წლის განმავლობაში, 53 სპექტაკლია გადაღებული და შვიდი დამოუკიდებელი ტელესპექტაკლია შექმნილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *